Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | რუსეთის მიერ ქართველი ერისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი 15 დანაშაული
ambebi.ge
25 July 2016, 16:20
"მეგობრებო, როგორც გახსოვთ, რამდენიმე დღის წინ, ბათუმში გასაყიდად გამოტანილ ქართულ-რუსული მეგობრობის სიმბოლოებთან დაკავშირებით, განვიხილეთ პრო-რუსული გააზრებული თუ გაუაზრებელი პროპაგანდის წინაამღდეგ მოქმედების ერთ-ერთი შესაძლებლობა: ლიფლეტის მომზადება, სადაც აღწერილი იქნებოდა რუსეთის დანაშაულებები საქართველოს მიმართ", - წერს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ილიაუნის ყოფილი რექტორი, გიგი თევზაძე და რუსეთის მიერ ქართველი ერისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებების სიას აქვეყნებს:

1. აღა მაჰმად ხანის ლაშქრობა საქართველოში, 1795 წელს, რუსეთის პროვოცირებით და დაფინანსებით მოეწყო - დაიღუპა 10 000-მდე ქართველი. 15 000 ქართველი ტყვედ წაიყვანეს ირანში;

2. 1783 წელს, გიორგიევსკის ტრაქტატის მიხედვით, გაუქმდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია. საბოლოოდ, 1864 წლიდან 1921 წლამდე, საქართველოს ყველა მართლმა-დიდებელ ეკლესიაში წირვალოცვის ენა, ისევე, როგორც ფორმალური განათლების ენა, რუსული იყო;

3. რუსეთის იმპერიამ 1801 წელს საბოლოოდ დაიპყრო და გააუქმა ქართლ-კახეთის სამეფო და რუსეთის გუბერნიად გადააქცია;

4. რუსეთის იმპერიამ 1810 წელს დაიპყრო და გააუქმა იმერეთის სამეფო;

5. 1801-დან 1819 წლამდე რუსებმა მთელი საეკლესიო საგანძური წაიღეს რუსეთში. ამას მოჰყვა 1819-1820 წლების საეკლესიო (ე.წ. გურია-იმერეთის) აჯანყება;

6. 1804-1991 წლებში ქართველების ბრძოლა რუსეთის წინაამღდეგ: 1804 - მთიულეთის აჯანყება; 1810 - იმერეთის აჯანყება; 1812 - კახეთის აჯანყება; 1819 - საეკლესიო აჯანყება; 1829 - გურიის წინაამღდეგობა; 1832 - ქართველი თავადების შეთქმულება რუსეთის წინაამღდეგ; 1834-1859 - სვანეთის, სამურზაყანოს, სამეგრელოს და აფხაზეთის ოკუპაციის წინაამღდეგ ბრძოლა; 1866-1867 - აფხაზების აჯანყება; 1922 წელი - სვანეთის აჯანყება; 1924 წელი - აჯანყება საბჭოთა ხელისუფლების წინაამღდეგ; 1941 - ანტისაბჭოთა შეთქმულება; საერთო ჯამში, ამ ბრძოლებში რუსეთმა გაანადგურა 100 000-ზე მეტი ქართველი.

7. 1801-დან 1867 წლამდე რუსებმა დაანგრიეს ყველა ციხე-სიმაგრე, კოშკი და ქალაქის გალავანი, რომელიც არ სჭირდებოდათ საკუთარი გარნიზონის განსათავსებლად;

8. 1801-დან 1900 წლამდე რუსებმა შეათეთრეს საქართველოს ყველა ეკლესიის კედლები და წაშალეს ფრესკები;

9. მე-19 Advertisement You must have Flash Player installed in order to see this player. საუკუნეში, რუსი დეკაბრისტების გეგმებში, რუსეთის ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, შედიოდა საქართველოდან ქართველების გადასახლება;

10. 1921 წლის ხელახალი ოკუპაციის შემდეგ, რუსეთმა საქართველოს სამხრეთით მდებარე ტერიტორიები გადასცა თურქეთს;

11. 1924-1941 წლებში რუსეთის მიერ ჩატარებული რეპრესიების შედეგად განადგურდა 270 000 ქართველი, ხოლო გადაასახლეს - 200 000 ქართველი;

12. 1962 წელს, სსრკ-ს კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი, ნიკიტა ხრუშჩოვი აპირებდა ქართველების შუა აზიაში გადასახლებას და საქართველოში რუსების ჩამოსახლებას;

13. 1989 წლის 9 აპრილს, მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევისას, რუსეთის სამხედროებმა დახოცეს 20 მომიტინგე. 1000-მდე ადამიანი მოიწამლა რუსების მიერ გაშვებული მხუთავი გაზით;

14. 1992-1993 წლებში რუსეთმა განახორციელა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია. დაიღუპა 30 000 ქართველი და იძულებით გადააადგილებული გახდა 250 000 ქართველი;

15. 2008 წელს რუსეთი, სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიებიდან, შემოიჭრა საქართველოში და გააფართოვა დაპყრობილი ტერიტორიების (სამხრეთ ოსეთის მიმდებარე) საზღვრები - სამი დღის განმავლობაში დაიღუპა 174 მშვიდობიანი მოქალაქე და 224 საქართველოს ჯარისკაცი;
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი